კონფიდენციალურობა
აქ წერია, რას ვინახავთ, როცა ადრეული წვდომის სიაში ჩაგვწერ, რატომ და როგორ წაშლი.
ვინ ვართ
შუა არის შპს „ომიო ლაბსის" (ს/ნ 400479353) პროექტი. მონაცემებს ეს კომპანია ამუშავებს. კომპანიის საიტია omiolabs.ge.
რას ვინახავთ
- სიაში ჩაწერისას: შენს ტელეფონის ნომერს, ჩაწერის დროს და იმ ბმულის მონიშვნას, საიდანაც მოხვდი საიტზე (მაგალითად, Facebook).
- IP მისამართს: სიაში ჩაწერისას ის გვჭირდება მხოლოდ ბოროტად გამოყენების შესაჩერებლად (ერთი კავშირიდან ბევრი ჩაწერა). ერთ საათში ვშლით.
- ანონიმურ სტატისტიკას: რამდენმა ადამიანმა გახსნა გვერდი და რომელ ღილაკზე დააჭირა. ამ მონაცემებში არც ნომერია, არც მისამართი, არც სახელი.
რას არ ვიყენებთ
ამ საიტზე არ არის რეკლამის მიმდევრები (Meta Pixel და მსგავსი) და არც ქუქი-ფაილებს ვიყენებთ. თუ ოდესმე დავამატებთ, ჯერ ამ გვერდს განვაახლებთ.
რატომ გვჭირდება ნომერი
იმისთვის, რომ შუას გაშვებისთანავე SMS გამოგიგზავნოთ. სხვა მიზნით არ გამოვიყენებთ.
ვინ ხედავს
მხოლოდ Omio Labs-ის გუნდი. არავის ვყიდით და არავის გადავცემთ. ტექნიკურად ტრაფიკს ატარებს Cloudflare, მონაცემები კი ინახება ჩვენს სერვერზე.
რამდენ ხანს ვინახავთ და როგორ წაშლი
ნომერს ვინახავთ გაშვების შეტყობინებამდე. თუ შუა არ გაიშვება, ყველა ნომერს წავშლით. სურვილის შემთხვევაში წაშლას ნებისმიერ დროს მოგვთხოვ: მოგვწერე omiolabs.ge-ს საკონტაქტო ფორმით და მიუთითე შენი ნომერი. ვშლით ყველა ჩანაწერს, რომელიც მას უკავშირდება.
განახლებულია 2026 წლის 2 ნოემბერს.